რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა. ერთი ბუშელის ფასი 5%-ით 8.72 დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ზრდა 9%-ს შეადგენს.
უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტიდან [ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის] მარცვლეულის ექსპორტზე. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე შეტევა განახორციელა, რის გამოც შეთანხმებას ტოვებს. მანამდე გაეროში რუსეთის ელჩი დაიმუქრა შეთანხმების დატოვებით.
Reuters წერს, რომ შეთანხმების ფარგლებში ივლისიდან დღემდე ჯამში 9.5 მლნ ტონა მარცვლეულია ექსპორტირებული. თურქეთის, გაეროს, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრიც იყო შექმნილი, რომელიც პორტებიდან გასულ გემებს უწევდა ინსპექტირებას.
სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…